13:12 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 12:46:54, 847 ნახვა

სამართალი
ნიკა გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

7 ნოემბრის საქმიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის აცილებას ნიკა გვარამიას იმდროინდელი თანამდებობის მოტივით ითხოვდა. 

„განსხვავებული პოზიცია არ გვქონია. მე-60 მუხლის თანახმად განვმარტავთ, რომ აცილება არ იქნება დაკმაყოფილებული. როცა დაიწყო საქმის განხილვა და აქამდე მოყოლებული ყოფილიყავით ზედამხედველი. ჩვენ წინასწარ ვერანაირ შეფასებებს მოწმეთა ვერც ერთ შეფასებაზე ვერ გავაკეთებთ. მე-60 მუხლის გათვალისწინების საკითხზე ამ საქმეში სასამართლო იმას გულისხმობს, რომელსაც ჩვენ ახლა ვიხილავთ“, - განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

ამასთან, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თქმით, კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა არ იკვეთება.

„კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა როგორც ბრალდებულის, განა მასალებში, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა ლია ორკოდაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics