02:28 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 10:09:34, 587 ნახვა

საზოგადოება
ისტორიაში პირველად ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონია

ბათუმის „დინამომ" ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმის ,,დინამოს" ფეხბურთელებს ჩემპიონობა  მიულოცა და წარმატებები უსურვა.  

„პირველ რიგში მინდა თითოეულ ბათუმელს მივულოცო ჩემპიონობა, დაახლოებით ერთი საუკუნე ელოდებოდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი გამარჯვებას. მე ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემპიონობისკენ სვლა დასრულდა გამარჯვებით.

ვულოცავ თითოეულ ფეხბურთელს, ეს არის მათი დიდი შრომის შედეგი და ბათუმმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. ვულოცავ ,,შავი ზღვის პირატებს"  და ყველა გულშემატკივარს. ახალ სტადიონთან, ეს არის ახალი გამარჯვებების დასაწყისი.

დარწმუნებული ვარ, როგორც ეროვნული ლიგის ჩემპიონატში, ასევე, საერთაშორისო სარბიელზეც ბათუმის ,,დინამო" არაერთხელ გაგვახარებს."

1923 წელს დაარსებული გუნდი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ბათუმის ,,დინამომ" საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics