03:45 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 10:52:13, 670 ნახვა

საზოგადოება
ბაგები-წყნეთის გზაზე მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში, სადაც მთის ფერდის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გზის მონაკვეთში, უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, პრევენციული სამუშაოები გადაუდებელი წესით დაიწყო.

ადგილზე დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმყოფებოდა. მისი თქმით, ფერდზე  სპეციალური ბეტონის ბლოკებით დამცავი კედელი სამ რიგად მოეწყობა.

„იცით, რომ ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში  რამდენიმე დღის წინ ნაპრალი გაჩნდა. ეს არის 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს წარმოქმნილი პრობლემა. მაშინ დაუყოვნებლივ ჩატარდა დამცავი სამუშაოები. ამჟამად, ნაპრალი საჭიროებს მოწესრიგებას, შესაბამისად, გუშინ სპეციალისტებმა შეისწავლეს ადგილი და დაიგეგმა პრევენციული ღონისძიებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ

პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს ღამის 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და 27 ნოემბერს 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics