|
2021-11-26 10:26:26, 1075 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკოს ეგიდითა და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, საქართველოში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ზეთისხილის კულტურის გაშენების მხარდაჭერა ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მას, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. „სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით, საქართველოში უკვე 1000 ჰა-მდე ფართობზეა ზეთისხილის პლანტაციები გაშენებული. ჩვენი გეგმაა, უახლოეს მომავალში, რამდენიმე ათეული ათასი ჰექტარი ფართობი დავფაროთ ზეთისხილის პლანტაციებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ საექსპორტო შესაძლებლობები. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, შევძლებთ, აღნიშნული დარგი ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გავხადოთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა, საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, გიორგი სვანიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. „მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ვაჭრობის 74%-ს. ამიტომ, ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მსოფლიო ზეთისხილის საბჭომ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ჩვენთან ერთად შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ეს დარგი და როგორ უნდა გავიდეს პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი სვანიძემ. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის კულტურის განვითარებაში; მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება. საქართველოსთვის აღნიშნული საერთაშორისო შეხვედრის მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის დარგის მიმართულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიებაა.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)