11:49 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 13:17:27, 738 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტები ტომოგრაფიის გადაღებას შეუფერხებლად ახერხებენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში მოქალაქეებს შეფერხება ამ დრომდე არ ექმნებათ. - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს  აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან  აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი. 

ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ორი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი (General Electric-ის 64 და 16-შრიანი) გამართულად ფუნქციონირებს. 

რაც შეეხება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატს, რომელიც სასჯელაღსრულების მე-18-ე სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ის 2021 წლის 13 მაისს შეიძინა. 

ამასთანავე, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, უახლოეს თვეებში, მსოფლიო ბანკის გრანტით, Canon-ის 640-შრიანი უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიით აღიჭურვება. 

გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებას 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც გადაეცემა." - ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics