17:57 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 10:01:59, 738 ნახვა

საზოგადოება
ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი მამა ათინოგენე – აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ

აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები - მთელ საქართველოს მოვუხმობ, - ამის შესახებ სალხინოს მამათა მონასტერთან მყოფმა მამა ათინოგენემ განაცხადა.

"აქედან დაიწყება ყველაფერი, არ გავცილდებით აქედან და მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ვისაც სიმართლე ცოტა მაინც შერჩენია, ვისაც მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა უნდა, ამ მამათმავლობაში ბრალდებული ხალხის გვერდით არ დადგება, როგორც ეს ე.წ. ჩოხოსნები, სულგაყიდული ხალხი, ვისაც კაცობა, ღირსება, ქართველობა და ეკლესიის სიწმინდე აინტერესებს, აქ უნდა იდგეს დღეს. აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ და მთელ საქართველოს მოვუხმობ", - განაცხადა მამა ათინოგენებ.

ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ისინი ჩოხოსნებმა ძალით გამოყენებით მონასტრიდან გამოიყვანეს. ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.

 

ფოტო – თაიმერ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics