|
2021-11-03 09:43:22, 413 ნახვა
საზოგადოება
ბერლინი, ვენა - განახლებული ტურისტული მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
2 ნოემბრიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულდება ვენისა და ბერლინის მიმართულებით დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ავსტრიის დედაქალაქის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით განახლდა. ხოლო, გერმანიის დედაქალაქის მიმართულებით, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით. აპრილიდან კი მეორე სიხშირეც დაემატება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ორივე რეისის საშუალებით 660-მა ადამიანმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, განახლებული რეისის პირველ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. აეროპორტების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ პირველივე განახლებულ რეისებზე დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. ,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Wizz Air-მა ბარსელონას შემდეგ პირდაპირი ავიამიმოსვლა ბერლინისა და ვენის მიმართულებითაც აღადგინა. ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები 23 მიმართულებით სრულდება. 15 დეკემბრიდან სრულიად ახალი მიმართულება, აბუ-დაბი დაგვემატება,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. ავსტრიაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს ევროპული და ამერიკული ვაქცინების გარდა, ჩინური ვაქცინითაც შეუძლიათ. მოქალაქეებს საზღვარზე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ: 1. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი) 2. ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm,Sinovac). გერმანიიის ტერიტორიაზე დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი. (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J). ვაქცინაციის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)