10:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 13:50:59, 896 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ეკონომიკის ზრდის ტემპმა 11.3 პროცენტი შეადგინა

„საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში 6,9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც კარგი მაჩვენებელია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში კუმულატიური ზრდის ტემპმა 11.3 პროცენტი შეადგინა. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ იმედს, რომ ჩვენ მიმდინარე წელი შეგვიძლია ორნიშნა ზრდით დავასრულოთ," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
 
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გადამამუშავებელ და სამთო - მომპოვებელ ინდუსტრიებზე, ასევე ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების და სტუმარმასპინძლობის სექტორზე, სადაც მაღალი ზრდა დაფიქსირდა. მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის აღდგენა მაღალი ტემპით მიმდინარეობს. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე სექტემბერში, 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 51 პროცენტი იყო. „ეს ნიშნავს იმას, რომ ტურიზმის სექტორში პოზიტიური ტენდენციებია და მალე დარგი პანდემიამდელ დონეს მიაღწევს," - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics