21:42 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 10:50:36, 546 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი აშენდა

ზუგდიდში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი,  საბავშვო ბაღი აშენდა. - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესრულებული სამუშაოები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა  და ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მოინახულეს.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სრულად არის აღჭურვილი და ბავშვებისთვის  საუკეთესო გარემოა შექმნილი.

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და ქვეყნის მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში, 7  საბავშვო ბაღის მშენებლობასა და 3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს, რომლის მიზანსაც დევნილთა  განსახლება,  მათი ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაცია წარმოადგენს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.“- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics