|
2021-10-27 12:40:18, 1505 ნახვა
რეგიონი
აჭარის რეგიონში ვაქცინაციის მარათონისა და სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
აჭარის რეგიონში ვაქცინაციის მარათონისა და სოფლად ვაქცინაციის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს როგორც საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე ჯგუფებთან, ასევე თემის სამედიცინო პუნქტებსა და რეგიონის ყველა ამბულატორიაში, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ქობულეთის მუნეციპალიტეტში, გვარას საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან და მშობლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსმა, ნინო გუგუშვილმა. ,,უშუალო შეხვედრებით, პირისპირ კომუნიკაციებით, უფრო მეტი კითხვა წარმოიშობა და დაისმება, რომლებზე პასუხს მოქალაქე შესაძლებელია ვერ ღებულობდეს სოციალური ქსელებიდან თუ საინფორმაციო საშუალებებიდან. ამიტომ ასეთი კამპანიები ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტურია. ვფიქრობთ, მსგავსი შეხვედრები ძალიან დაეხმარება ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო წინ წაწევას“ - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს, ნინო გუგუშვილმა. ჩაისუბნის ამბულატორიის ექიმი მურმან აბაშიძე, აღნიშნავს რომ ,,ვაქცინაციის სერვისი რაც სოფლად გადმოვიდა, მოსახლეობა გააქტიურდა, რადგან აქაური მაცხოვრებელი დარეგისტრირდებოდა სხვა მუნიციპალიტეტში, ან რომელიმე საავადმყოფოში და მისვლის პრობლემა იდგა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაციენტებს ხშირად არ შეეძლოთ გადაადგილება, ახლა ამ სერვისის მიღება ადგილზე შეუძლიათ. თავის მხვრივ მოსახლეობამაც გაითავისა, რომ აცრები აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ეს ძალიან სასიხარულოა“. სერვისის მიღება აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ამბულატორიებშია შესაძლებელი და ადმინისტრირდება ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინები. ამ დროისთვის აჭარაში სულ 214 400 ვაქცინაა ადმინისტრირებული.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)