00:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 17:12:12, 637 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძე განცხადებას ეხმააურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური   განცხადებას ავრცელებს

" შემოსავლების სამსახური ეხამურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომელსაც ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე, თითქოს - „ლევან კაკავა - შემოსავლების სამსახურის უფროსი,  პირველი ტურის გამარჯვების შემდეგ იმყოფებოდა თურქეთში, სადაც შეხვდა კრიმინალურ ავტორიტეტებს,“ რაც არის სრული სიცრუე, მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელი 7-10 ოქტომბერს იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით  თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ იზმირში და ესწრებოდა  სამმხრივ შეხვედრას. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საფარ მეჰდიევი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტო ალბომი განთავსებულია  შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ასევე აზერბაიჯანის საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის ვებგვერდზე და აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერნეტ სააგენტოებში."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics