00:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 13:33:27, 530 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელოს რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამედიცინო საზოგადოებას ხვდება.  - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეები  შემთხვევების მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე მსჯელობენ. განიხილავენ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს, ინფიცირების შემთხვევების დინამიკასა  და ჰოსპიტალურ სექტორში  არსებულ მდგომარეობას.

მინისტრის განცხადებით,  არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას. 

ეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდზე, ვაქცინაციის ცენტრსაც დაათვალიერებს. მინისტრთან ერთად, კოლეგებთან შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გეგუჩია და საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები ესწრებიან.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics