12:10 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 13:18:54, 1343 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძლდება

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძლდება, - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ხოვლეში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის და საუბნო დაქსელვის სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მიმდინარეობს.

სოფელში, რომელშიც 900 ოჯახამდე ცხოვრობს, პირველი გაზქურა ანთებულია -გამრიცხველიანება კი ეტაპობრივად  უბნების მიხედვით გრძელდება.  

კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს წლებია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და გაზის კომპანია „სოკარ ჯორჯია“ ახორციელებენ. პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფამდე გაგრძელდება.

დღეისათვის მუნიციპალიტეტის 72 სოფლიდან გაზიფიცირების გარეშე მხოლოდ  10 სოფელია დარჩენილი.   „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ იმედია სამუშაოებს მალე დაიწყებს და მუნიციპალიტეტი სრულად გაზიფიცირებული იქნება - აღნიშნა კასპის მუნიციაპლაიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics