12:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-09 17:20:09, 749 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ჩვენი ვარაუდით მეტი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება

ახლა ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი ვისაც ვეძებდით, ჩვენი  ვარაუდით მეტი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება - ამის შესახებ შნაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაური თქმით,შენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხეა შეიძლება კიდევ მოხდეს რაღაც ნაწილის ჩამოშლა.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, 9 ადამიანია გარდაცვლლი, უმძმესი დღე იყო გუშინ და დღესაც რა თქმა უნდა, ახლა ვიპოვეთ მეცხრე გარდაცვლილი ვისაც ვეძებდით, ჩვენი  ვარაუდით მეტი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდება. იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხეა შეიძლება კიდევ მოხდეს რაღაც ნაწილის ჩამოშლ. ხედავთ, რომ სინკარები არის გადმოწეული და სანამ არ მოხდება მშენებლეის შეკრება იმსჯელებენ ,როგორ უნდა მოხდეს ამ სინკარების ჩამოხსნა დაექვემდებარება თუ არ დაემონტაჟს, რაღაც ნაწილი რომელიც მიბმული იყო კორპუსზე თვითონ მშენებლები გადაწყვიტავენ.

გარდაცვილია 9 ადამიანი მათ შორის 3 არის არასრულწლოვანი, 7, 12 და 1,3 წლის ბავშვები. დანარჩენები არიან უკვე სრულწლოვანები." - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრმა დაკავებულებზეც ისაუბრა, მისი თქმით სამი ადამიანია დაკავებული და გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტება ქუჩა, რათა მოსახლეობამ კორპუსთან მისვლა ვერ შეძლოს.

"დაკავებულია 3 ადამიანი,მეტი არ დაუკავებით, რა თქმა უნდა ,გამოძიება გრძელდება  ერთ დღეში ნუ მომთხოვთ ახლა ამ ყველაფრის გაკეთებას და გამოძიების დამტავრებას, რთული დღეა და უნდა ნახონ საძრკველში რა მოხდა და რამ გამოიწვია ნგრევა, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვაჩერებთ სამუშაოებს რაღაც დროის განმავლობაშ, რომ მშენებლებმა, მოგვცენ ნებართვა გავაგრძელოთ თუ არ გავაგრძელოთ და ჩვენმა სამუშაოებმა არ გამოიწვიოს კიდვ ნგრევა.

ადგილზე პოლიციელები დარჩებიან და სავარაუდოდ ეს ქუჩა გადაიკეტება, რომ არ იმძრაოს ხალხმა უკანა ეზოშიც მოხდება გაკეთება ბარიერების, რომ არ შევიდეს ხალხი იმ ზონაში, სადაც შეიძლება საფრთხე გამოიწვიოს." - განაცხადა გომელაურმა,





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics