|
2021-10-07 15:15:18, 528 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, დასაჯოს ყველა, ვისაც პოლიტკოვსკაიას სიკვდილში ბრალი მიუძღვის
ევროკავშირი ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მე-15 წლისთავზე კვლავ გამოვიდა მოწოდებით, დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი. პოლიტკოვსკაია მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ააშკარავებდა კორუფციას რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ადამიანის უფლებების დარღვევებს ჩეჩნეთში. ის 2006 წლის 7 ოქტომბერს, ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს, მოკლეს საკუთარ ბინასთან. მკვლელობა ჯერაც გაუხსნელია. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2008 წელს დადგინა, რომ რუსეთის სახელმწიფომ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, სათანადოდ გამოეძიებინა ეს დანაშაული. დანაშაულისთვის გაასამართლეს ჯგუფის წევრები, რომლებმაც შეასრულეს დაკვეთილი მკვლელობა, მაგრამ ხელისუფლებას „არ ჩაუტარებია ადეკვატური საგამოძიებო ქმედებები იმ პირის ან პირების გამოსავლენად, რომლებმაც დაუკვეთეს მკვლელობა,“ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს განჩინებაში. „დღეს პატივს მივაგებთ ანა პოლიტკოვსკაის, ‘ნოვაია გაზეტას’ ჟურნალისტსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ რუს დამცველს, რომელიც ხმას იმაღლებდა ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ და განაგრძობდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას მიუხედავად მრავალჯერადი დაშინების მცდელობისა,“ განაცხადა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ. სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, იზრუნოს, რომ პასუხი აგოს ყველამ, ვინც დგას პოლიტკოვსკაიას მკვლელობის უკან. ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. პოლიტკოვსკაია კრემლის და, პირადად, ვლადიმერ პუტინის გამორჩეული კრიტიკოსი იყო. მან პუტინის რეჟიმის არაერთ დანაშაულს ფარდა ახადა. ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე მდებარე სახლის ლიფტში მოკლეს. მკვლელმა ოთხჯერ მიბჯენით ესროლა, მათ შორის, მოახდინა საკონტროლო გასროლა თავში. პოლიტკოვსკაიას ყველა ახლობელმა, კოლეგამ და გულშემატკივარმა იცოდა, რომ პუტინს ის სძულდა. ჟურნალისტი 7 ოქტომბერს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს მოკლეს.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)