17:43 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-04 13:00:52, 490 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წელი დაიწყო

თბილისში საჯარო ბაგა-ბაღებში დღეიდან სააღმზრდელო პროცესი განახლდა. პანდემიის მიზეზით გადადებული 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით წარიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე N67 ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც 350-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

„დავიწყეთ 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი. ბაღები იმუშავებენ ჯანდაცვის სამინისტროს იმ რეგულაციებითა და რეკომენდაციებით, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა და რომელთანაც ჩვენი პერსონალი და მთელი სისტემა მარტივად ადაპტირდა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი თანამშრომლების ძალისხმევითა და მშობელთა აქტიური ხელშეწყობით, შევძლებთ, პანდემიის ფონზე ეს პროცესი შეუფერხებლად წარვმართოთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, რეგულაციები ითვალისწინებს ბავშვთა მიღება-გაყვანის ინდივიდუალურ გრაფიკებს, პერსონალის ეკიპირებას და ბაღის აღჭურვას შესაბამისი სადეზინფექციო ინვენტარით, ასევე, თერმოსკრინინგს, საიზოლაციო ოთახების მზადყოფნას, უცხო პირთა დისტანცირებას შენობიდან, პროდუქტისა და ჭურჭლის რეცხვის წესებს, ინდივიდუალური მეთოდური მასალების გამოყენებას, სათამაშოების დასუფთავების წესებს და მეთოდური აქტივობების უსაფრთხოდ წარმართვას.  

თბილისში ამჟამად, 188 საჯარო ბაგა-ბაღია, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics