|
2021-09-27 13:04:56, 432 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი პროექტის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში“ განხილვას დაესწრო
„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის გამჭვირვალობის გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მონაწილეობდა. აღნიშნული პროექტს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) ადგილობრივ პარტნიორთან - სოფლისა და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის და განვითარების ინსტიტუტთან (RAPDI) ერთად ახორციელებს. პროექტის ძირითადი მიზნებია: სურსათის უვნებლობის სისტემის გაუმჯობესება, რისკების შეფასების და მართვის სისტემების განვითარების ხელშეწყობა, ლაბორატორიული კვლევის მეთოდების დახვეწა და არსებული პოტენციალის გაზრდა. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც დაეხმარება საქართველოს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, პროექტით გათვალისწინებული აქტივობები დისტანციური მოდულების საშუალებით განხორციელდება, რაც ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გაუმჯობესების, რისკების შეფასების და მართვის მეთოდოლოგიის საკითხებზე სასწავლო კურსების ჩატარებას გულისხმობს. ონლაინ გამართულ შეხვედრაში საქართველოში აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების უფროსი ჯინ ფოსტერი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)