14:09 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 11:31:13, 535 ნახვა

საზოგადოება
​„მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც „ოცნების” შტაბში ინციდენტისას დაშავდა, კლინიკიდან გაწერეს

ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც ქარელში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალიდან“ გაწერეს.

ოპერტორმა ლევან აბლოთიამ ჟურნალისტებთან შემთხვევის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აგრესორი ადამიანი მისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, რის შედეგადაც ის მოაჯირიდან გადავარდა.

"აივანზე ვიყავით, ესენი შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდგომ უკვე, როდესაც მე და ბექა სტენდაფს ვწერდით, გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი. ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან და ვარიდებდი თავს. უკან-უკან მივდიოდი, იმიტომ, რომ მინდოდა დისტანცია მქონოდა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობაში, ხელის კვრაში მე წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი," - განაცხადა ლევან აბლოთიამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ, მათი ოპერატორი ქარელში მდებარე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics