2021-09-13 14:50:48, 2217 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოს საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების 36% სრულად, 55% კი, ერთი დოზით არის აცრილი
საქართველოს საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების 36% სრულად, 55% კი, ერთი დოზით არის აცრილი, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირანნ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, პედაგოგთა აცრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 70% თბილისში ფიქსირდება.
„საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, სრულად აცრილია 33%, პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%, კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით 64%-ია აცრილი, სრულად კი, 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში, 70%“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან