|
2021-09-12 17:10:37, 823 ნახვა
რეგიონი
ანტონ ობოლაშვილი - ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის
,,ასპინძაში ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველა სამუშაო მიმართული იმისკენ, რომ დაძლეულ იქნას ის გამოწევები, რომელიც გვაქვს'' განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა, ასპინძაში ,,ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის წარდგენისას. მაჟორიტარმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს. ,,ყველა სოფელში მიმდინარეობს გაზიფიცირება, სარწყავი და სასმელი წყლის მოწესრიგება. დარწმუნებული ვარ, ეს გამოწვევები მალე იქნება დაძლეული და ადგილობრივებს ექნებათ განვითარების მეტი შესაძლებლობა. ასევე, მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ. ბატონმა პრემიერმა ბრძანა, რომ ამ მიმართულებით იგეგმება ათეულობით მილიარდი ლარის ინვესტიცია, რაც მეტი განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. აუცილებელია ამ პროგრამების მაქსიმალური გამოყენება.''- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტს გააჩნია. ,,ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, ვიყო ასპინძის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი და მისი განვითარების მონაწილე. ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ტურიზმის მიმართულებით. ტურისტებისთვის ასპინძა ნამდვილი სამოთხეა. რადგან აქ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურულ–ისტორიული არქიტექტორული ძეგლები, რომელთა წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ფასდაუდებელია. ვარძიის კედლებში ინახავს ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილებას და ეს თითოეული ქართველისთვის არის საამაყო. პროექტებს, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს ხელმძღვანელობდა ჩვენი მოქმედი მერი როსტომ მაგრაქველიძე და აუცილებელია მან გააგრძელოს ეს სამუშაოები, რადგან ასპინძა განვითარების სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, თავისი გეგმებით ის გააკეთებს ყველაფერს, რომ თითოეული ასპინძელისთვის იყოს განვითარების მეტი საშუალება. ხვალინდელი ასპინძა იქნება ბევრად უფრო უკეთესი და როსტომი იქნება ასპინძის წარმატებული მერი'' - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)