|
2021-09-11 18:49:43, 442 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა აწყურში ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად აწყურში, ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც ფონდი "ქართუ" ახორციელებს.-ინფორმაციას "ქართული ოცების" პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, აწყურის ღვთისმშობლის კათედრალის სრული რეაბილიტაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს დაიწყო. " მე-10 საუკუნის ისტორიული კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მიაწოდა. მან პრემიერ-მინისტრს კათედრალის რეაბილიტაციის დაწყებისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა გიორგის ხატი აჩუქა. მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ფონდი "ქართუ" ასევე ახორციელებს აწყურის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პრემიერ-მინისტრთან ერთად კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის და ასპინძის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა,
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა."-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)