22:26 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 11:52:02, 444 ნახვა

საზოგადოება
მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის - მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საპარკე კულტურის განვითარების მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს.

„აღნიშნული სკვერი მძიმე მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციის შემდეგ კი სრულად მოწესრიგდა. 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა რეაბილიტაციის სამუშაოები. პარკში საბავშვო მოედანი და საფეხმავლო ბილიკი განახლდა. შეიცვალა პანდუსები და განთავსდა საბაღე ინფრასტრუქტურა. ამასთან, დამონტაჟდა სასმელი წყლის შადრევანი, სარწყავი და განათების სისტემები. სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტირდა არსებული შადრევანი და მის მიმდებარედ, დამატებით, გამწვანებული თარგებიც მოეწყო. შესაბამისად, მწვანე არეალის მოცულობაც გაიზრდა. რამდენიმე დღეში აღნიშნულ სკვერში  მისვლისა და ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მარშალ გელოვანის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics