11:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-05 14:09:51, 651 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში ქალებმა რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა გამართეს, რომელიც თალიბანმა დაშალა

თალიბანის წარმომადგენლებმა ქაბულში ქალების მიერ გამართული საპროტესტო აქცია გამართეს. ქაბულის ქუჩებში გამოსული ქალები მათი უფლებების დაცვას ითხოვდნენ.

BBC -ს ცნობით, თალიბებმა ქალების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქაბულში პრეზიდენტის სასახლესთან მისვლას გეგმავდნენ. თალიბების ოფიციალური წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ პროტესტი კონტროლიდან გავიდა, რის გამოც საჭირი გახდა, ძალის გამოყენება.
აქციაზე გამოსული ქალები მუშაობის უფლებას ითხოვდნენ, ასევე ისინი აცხადებნდენ, რომ თალიბანმა ქალები ახალ ხელისუფლებაშიც უნდა შეიყვანოს.
ეს უკვე მესამე საპროტესტო აქციაა, რომელსაც ავღანელი ქალები ქაბულში და გერატში ატარებენ.
გუშინ ავღანელმა ქალებმა, მარშით მსვლელობა გამართეს თავდაცვის სამინისტროს შენობასთან, სადაც პატივი მიაგებს ჯარისკაცებს, ვინც თალიბანთან ბრძოლას შეეწირა. ქალების მსვლელობა, ჰაერში სროლის შედეგად დაშალეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics