01:33 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-04 11:44:16, 730 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, მობილური ამცრელი ბრიგადები შეიქმნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, მობილურმა ამცრელმა ბრიგადებმა დაიწყეს მუშაობა.

3 ბრიგადა, მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის.

ამცრელმა ბრიგადამ  იმუნიზაციის პროცესი სოფელი ტალავერიდან დაიწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა, სოფლის ამბულატორიაში, მოქალაქეებს „სინოვაკის“ ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს.  

ბრიგადები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაშია შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ  მომავალი კვირიდან ამცრელი პუნქტები დაბა კაზრეთსა და სოფელ ქვეშშიც დაემატება





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics