02:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 11:17:37, 430 ნახვა

საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათი აიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქუთაისის იუსტიციის სახლში კოვიდ-ბარათები
აიღეს.

მთავრობის მეთაური კოვიდ-ბარათების გაცემის პროცესით დაინტერესდა. აღნიშნული სერვისის დანერგვის დღიდან ამ დრომდე, მხოლოდ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მიერ 25 000 კოვიდბარათია გაცემული.

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში  კოვიდბარათების გაცემა 17 აგვისტოდან დაიწყო. ბარათის აღება მოქალაქეებისთვის უფასოა. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალშია შესაძლებელი. ბარათზე  პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და  ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და  იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.
 
კოვიდბარათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე, განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა, მომსახურების მიღება კი,  ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა  შესაძლებელი.
 
ქუთაისის იუსტიციის სახლში პრემიერთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics