15:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 10:08:42, 695 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს 6 მოქალაქე , რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, ცოტა ხნის წინ უნგრული ბორტით სამშობლოში დაბრუნდნენ. -ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამშობლოში დაბრუნებულ ექვს მოქალაქეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო   ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, უსაფრთხოდ რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სიტუაცია არ არის პროგნოზირებადი, რამაც აუცილებელი გახადა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაცია, დროულად დაბრუნება. ეს პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართვლო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics