|
2021-08-17 01:40:51, 764 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - აშშ-ს ავღანეთში კონკრეტული მიზნები ჰქონდა, რომელსაც დიდი ხნის წინ მიაღწია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთში შესვლისთვის ქვეყანას კონკრეტული მიზნები ჰქონდა, რომელსაც დიდი ხნის წინ მიაღწია და ამიტომ, ახლა იქ ჯარების დატოვების საჭიროება აღარ დგას. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს, ბაიდენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება სწორად მიაჩნია. ავღანეთში არსებულ ქაოტურ ვითარებაზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის იდგა არჩევანის წინაშე – გაეყვანა ამერიკული ძალები ამ ქვეყნიდან, ან კიდევ ათასობით სამხედრო გაეგზავნა ავღანეთში „ომის მესამე ათწლეულის“ დასაწყებად. "ჩვენ 20 წლიან ომში ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარი დავხარჯეთ. დიდი რესურსი ჩავდეთ ავღანეთში და რა მოხდა? მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს, ავღანეთის სამთავრობო ჯარი სრულად ჩამოიშალა, ხელისუფლებამ ძალაუფლება დათმო. ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან ამ პროცესებში. კიდევ რამდენი წელი უნდა დავრჩენილიყავით ავღანეთში? რამდენი ამერიკული სიცოცხლე უნდა დაგვეკარგა? წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავაგრძელოთ, ეს არ შეიძლება". - ამბობს ბაიდენი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)