|
2021-08-15 14:39:57, 868 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ
ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ და დედაქალაქ ქაბულზე თალიბანის თავდასხმას არ დაიწყებს. The Associated Press-ი ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიდიან მოლაპარაკებებისთვის და ძალაუფლების გადაცემისთვის მოსამზადებლად. CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით მთავრობაში თალიბანისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის წევრები შევლენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ საგანგებო შეხვედრა გამართა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან და ნატო-ს ოფიციალურ პირებთან. „თალიბანის“ განცხადებით, დედაქალაქის ძალის გამოყენებით აღებას არ გეგმავენ. დაჯგუფების წარმომადგენლის, ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, დაჯგუფების ყველა მებრძოლს ნაბრძანები აქვს დედაქალაქის შესასვლელებთან მზადყოფნაში ყოფნა, ვიდრე ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა არ მოხდება. გარდა ამისა, რადიკალური დაჯგუფება აცხადებს, რომ ქაბულის მცხოვრებლების სიცოცხლეს, ქონებასა და ღირსებას საფრთხე არ ეუმქრება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)