16:28 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 15:51:59, 784 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი გმირთა მემორიალთან მიაგო.

მათ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

"გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე დაიწყო, როდესაც საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. ეს იყო საომარი მოქმედებების დასაწყისი, რომელიც აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა". - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics