17:45 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 20:56:31, 690 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - თელავს ძალიან მალე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება

თელავს ძალიან მალე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" თელავის მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის წარდგენაზე განახადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, თელავში წელს იწყება ცნობილი შვიდი ბორცვის პროექტი განხორციელება.

„ვსაუბრობთ რა ტურიზმზე თელავში, მინდა აღვნიშნო, რომ განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიწყებთ ცნობილი შვიდი ბორცვის პროექტი განხორციელებას წელსვე. ასევე დამატებითი თანხები გამოიყოფა იმისთვის, რომ დამატებითი ცენტრების მოწყობა შევძლოთ. მოეწყობა ევროპული ტიპის ცენტრები ქალაქ თელავში, ასევე შვიდი ბორცვის პროექტი განხორციელდება ძალიან მალე. შედეგად, კიდევ უფრო მეტი ატრაქცია შეიქმნება თელავში.

მე ვიცი, რომ თელავში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, არის წყალმომარაგება. არ ვიცი, მართლაც არ მაქვს კითხვაზე პასუხი, რატომ არ იყო მანამდე ეს საკითხი მოგვარებული. ბოლო წლების განმავლობაში ვიცი, რომ ეს საკითხი მწვავედ დგას. ცენტრალური მთავრობის მხრიდან ეს საკითხი საჭიროებდა უფრო მეტ აქტიურ ჩარევას და გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩვენ წელსვე დავიწყებთ ამ პროექტს და თელავს ძალიან მალე ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics