|
2021-08-11 15:10:49, 592 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა გლდანის რაიონში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 36 ოჯახს გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გლდანის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ. კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, რაიონულ გამგეობებს უნდა მიმართონ. „რამდენიმე წელია დედაქალაქში სოციალური პროგრამა - საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიმდინარეობს. დღეს გლდანის რაიონში 36 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა ის ფართები, სადაც ისინი ათეული წელია ცხოვრობენ. მინდა, მივულოცო ამ ადამიანებს, მათ უკვე აქვთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. მინდა, მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაუკავშირდით რაიონულ გამგეობებს, სადაც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებაში დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 1 847 ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდნენ.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)