|
2021-08-11 12:42:07, 527 ნახვა
საზოგადოება
PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
PSP-სა და ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა შემდგომი სტაბილური თანამშრომლობის გაგრძლების შესახებ. სპორტულ ცენტრ „იმედში“ მემორანდუმის გაფორმებას თან ახლდა მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალგაზრდული ნაკრების ახალი ფორმის პრეზენტაცია; ამასთან, კომპანია PSP-მ ნაკრების წევრებს სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. ახალგაზრდული ნაკრები ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის’’ ბაზაზე ჩამოყალიბდა და მსოფლიოს მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ (U23) ჩემპიონატში პირველად მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი უკრაინის დედაქალაქ კიევში, მიმდინარე წლის 12-15 აგვისტოს ტარდება. „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში“ წელს თბილისის 100-მდე სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა; ჩემპიონატი 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა და 450-ზე მეტი მატჩი ჩატარდა. „მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა“ 2019 წელს ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციის მიერ დაარსდა კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში და ამ დროიდან PSP მისი მხარდამჭერია, რადგან პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. მოხარულები ვართ რომ წელს ბევრად მეტმა სკოლამ და მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და ამ გუნდების ბაზაზე დაარსებული ნაკრები პირველად მიემგზავრება მინი ფეხბურთის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნაკრებს ჩემპიონატზე და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა უკვე დიდი გამარჯვებაა“,- აცხადებენ PSP-ში. ,,მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა’’ 2019 წელს ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კომპანია PSP-ს მხარდაჭერით, კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში დააფუძნა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)