|
2021-08-11 11:30:07, 826 ნახვა
მსოფლიო
„ფეისბუქმა“ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული ასობით ანგარიში წაშალა
“ფეისბუქმა” წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, კომპანიის განმარტებით, ჩართულები იყვნენ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში, - ინფორმაციას ''როიტერი'' ავრცელებს. “ფეისბუქის“ ინფორმაციით, ანგარიშების ქსელის სამიზნე იყო ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა ამ გზით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყიათ. „ფეისბუქში“ განმარტავენ, რომ ეს აღნიშნული ქსელის მიერ დასავლური ვაქცინებისთვის ლაქის მოცხების მეორე მცდელობაა. გასულ წელს იგივე ქსელი ცდილობდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სახიფათო ვაქცინად წარმოეჩინა. მედიის ინფორმაციით, ფაზზე იუთუბერ, ინსტაგრამელ და ტიკტოკერ ინფლუენსერებს უკავშირდებოდა და მათ თანხის სანაცვლოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას სთავაზობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)