03:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-09 15:49:18, 694 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთის მთავრობის ცნობით, თალიბანმა რადიოსადგურის მენეჯერი მოკლა და ჟურნალისტი გაიტაცა

ქაბულში რადიოსადგურის მენეჯერი მოკლეს, სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში კი ჟურნალისტი გაიტაცეს. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავღანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოკლული პირი Paktia Ghag-ის რადიოს მენეჯერი და დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი ჯგუფის NAI-ის წევრი იყო. გატაცებული ჟურნალისტი კი კერძო სატელევიზიო არხის Gharghasht TV-ს თანამშრომელია.

Reuters NAI-ზე ცნოით, მიმდინარე წელს, ავღანეთში, 30-მდე ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა ან გაიტაცეს. თალიბანის წარმომადგენელების განაცხადებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია ქაბულში მომხდარი მკვლელობისა და ჰელმანდში გატაცებული ჟურნალისტის შესახებ.

თალიბანმა ბოლო ორ დღეში ორი პროვინციის დედაქალაქი აიღო — 6 აგვისტოს ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი, ზარანჯი და 7 აგვისტოს ჯუზჯანის პროვინციის დედაქალაქი შებერღანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics