23:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 12:36:15, 327 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ციფრული არქივის შექმნაზე მუშაობს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე.

რატი ბრეგაძის თქმით, თანამედროვე ტექონოლოგიების გამოყენებით, ეროვნულ არქივში დაცული მასალები უფრო მეტად დაცული და ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოებისათვის. ამის უზრუნველსაყოფად, სრულად დასრულდება გაციფრულების პროცესი, რაც ჩვენს ფონდს კიდევ უფრო დაზღვეულს და ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომს გახდის“,

მინისტრის ინფორმაციით, ელექტრონულ არქივში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცემული ციფრული დოკუმენტები შეინახება, რომელთა ერთობლიობაც სახელმწიფოს სამართლებრივი ისტორიაა.

ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე; ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების 8 მილიონამდე გვერდია გაციფრული.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics