|
2021-07-30 14:34:50, 1242 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საშუალებით, მოქალაქეების საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. უწყების ცნობით, ვაქცინაციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმაც მიიღო, რომელმაც ვაქცინის მეორე დოზა ოჯახის წევრებთან ერთად გაიკეთა. მათივე ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის პროცესს დღეს საჯარო მოხელეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და მოქალაქეები შეუერთდნენ. ქალაქ ბოლნისში, მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. „პანდემიის დამარცხების ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა. სხვის სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შევუქმნა, დღეს ვაქცინის მეორე დოზა გავიკეთე. ახლა უკვე სრულად ვაქცინირებული ვარ. ვაქცინაციის პროცესში ჩემი ოჯახიც, მათ შორის ჩემი მშობლებიც ჩაერთნენ. გასულ წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მკაცრ საკარანტინო პირობებში მოუწია ცხოვრება და ბოლნისელებმა, ალბათ, ყველაზე კარგად ვიცით, თუ რა საშიშია კორონავირუსი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სიცოცხლის დასაცავად ვაქცინაციაში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ. მეგობრებო, ვაქცინა გვიცავს და ეს არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დადასტურებული. მსურს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკას, მის თოთოეულ თანამშრომელს, ვაქცინაციის პროცესში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, დიდი მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)