|
2021-07-26 12:09:12, 2207 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდა და დამატებით 5 კლინიკა ჩაერთო
დღეს ქობულეთში პირველად, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნენ. თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციის დაცვისა და ვაქცინაციის ჩატარებისკენ და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტური იარაღია. ,, დღეიდან ინტენსიურად იწყება ფაიზერით ვაქცინაცია. დღეს უკვე შესაძლებელია როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში ვაქცინაციის პროცესის წარმართვა. გაფართოვდება ამცრელი კაბინეტები და ყველას ექნება ხელმისაწვდომობა როგორც ლიცენზირებულ ვაქცინაზე, ასევე შესაბამის სამედიცინო სერვისზე. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი მარაგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ვაქცინაცია წარიმართოს ინტენსიურად. მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობით ჩაერთონ და ამით ჩვენ შევძლოთ როგორც ჩვენი მოხუცების, ასევე ბავშვების გადარჩენა. ვინაიდან ვაქცინაციით შესაძლებელია, რომ მინიმალური დანაკარგებით გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორი სამედიცინო დაწესებულება "ქობულეთის რეგიონული საავადმყოფო" და "ქობულეთის სამედიცინო ცენტრი" დღის განმავლობაში მომსახურებას 300-მდე პირს გაუწევს. თითოეულ დაწესებულებაში ორ-ორი ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს. საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, ბათუმშიც გაიზარდა იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეების "ფაიზერით" ვაქცინაციას. ჩამონათვალს დაემატა "ევექსისი ჰოსპიტლები - "ბათუმის რეფერალური საავადმყოფო", "საზღვაო ჰოსპიტალი" და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი "მედცენტრი". ამავე ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი გრძელდება ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ბათუმში "ფაიზერით" ვაქცინაცია 4 კლინიკაში ჩატარდება. ჯამში, 6 კლინიკაში19 ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს.
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)