|
2021-07-25 19:21:52, 1243 ნახვა
მსოფლიო
ბუდაპეშტის პრაიდში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო, მათ ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს
ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი შეუერთდა მარშს, რომლითაც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მოითხოვეს. თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა წლევანდელ მსვლელობაზე გააპროტესტეს ქვეყნის კონსერვატიული მთავრობის მიერ მიღებული საკამათო კანონი, რომლითაც მეტად იზღუდება სკოლებში ლგბტ საკითხების შესახებ სწავლება და დისკუსიები. მარშის ორგანიზატორებმა მოუწოდეს მხარდამჭერებს, წინ აღუდგნენ სიძულვილს და წინააღმდეგობა გაუწიონ, როგორც ისინი უწოდებენ, "ძალაუფლებას მოწყურებული პოლიტიკოსების" მცდელობებს, დააშინონ ლგბტ-თემის წარმომადგენლები. მისმა მემარჯვენე მთავრობამ გაააქტიურა თავისი კამპანია ლგბტ-თემის მიმართ, წარმოაჩინოს საკუთარი თავი ქრისტიანული ფასეულობების დამცველად, მის მიერ დაპირებული დასავლური ლიბერალიზმის წინააღმდეგ, რაც ასევე მოიცავს მიგრანტებისთვის უნგრეთის გავლით გადაადგილებაზე უარს და კერძო ლიბერალური მედიაინსტიტუტების დახურვას. ევროპის კომისიამ გასულ კვირას სასამართლო საქმე აღძრა ბუდაპეშტის წინააღმდეგ ახალ კანონთან დაკავშირებით - რომელიც ამ თვეში შევიდა ძალაში - და აღნიშნა, რომ ის დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს შემწყნარებლობისა და პიროვნების თავისუფლების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)