2021-07-21 18:03:41, 895 ნახვა
სამართალი
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ 3 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარე კი მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავდა.
შეგახსენებთ, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 19 ივლისს დააკავა. სამივე ბრალდებულს საგამოძიებო უწყება ქრთამის აღებას ორ ეპიზოდად ედავება, ხოლო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,