|
2021-07-15 19:46:30, 711 ნახვა
რეგიონი
ქედის მერმა დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, მოადგილესთან მამუკა ფარტენაძესთან ერთად გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, დაბა ქედის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე ესწრებოდა. ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და 16 792 400 ლარი შეადგინა. ▪️ქედაში მიმდინარეობს გაზიფიცირების და წყლის სისტემების მასშტაბური პროექტები; ▪️ განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქედის ცენტრის რეაბილიტაცია; ▪️მუნიციპალიტეტში მზარდია ახალი ტურისტული, ინოვაციური პროექტების რაოდენობა ▪️ მიმდინარე წელს ქედაში ღვინის ლაბორატორია ამოქმედდება; ▪️სოფლის მეურნებობის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა მშრალი ხილის საწარმო, რომელიც 100 000 ლარით დაფინანსდა და 40 ადგილობრივია დასაქმებული; ▪️შენდება რამდენიმე საწარმო, მათ შორის კარტოფილი ფრი-ს და სპირტის საწარმო; ▪️გზების რეაბილიტაციისთვის ქედაში 10 616 000 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება; ▪️დაგეგმილია მდინარე აკავრეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები; ▪️წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებშიც 5 664 809 ევრო დაიხარჯება; ▪️ქედაში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალბინიანი სოციალური სახლი; ▪️მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. დაბის ქუჩების კეთილმოწყობისთვის ნახევარი მლნ ლარი დაიხარჯება; ▪️დონორი ორგანიზაცია CENN-ის ჩართულობით, ქედის ყველა საჯარო სკოლაში მზის პანელების დამონტაჟდება; ▪️მიმდინარეობს დაბა ქედის სკოლის რეაბილიტაცია, ასევე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რისთვისაც 1 444 441 ლარი დაიხარჯება; ▪️დაგეგმილია 6 სპორტული მოედნის მშენებლობა - რეაბილიტაცია, რისთვისაც 443 690 ლარი დაიხარჯება; ▪️განხორციელდება დაბა ქედაში ისტორიული მუზეუმის მშენებლობა.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)