13:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 17:01:46, 644 ნახვა

საზოგადოება
„ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებით და „საქართვეოს ფოსტის“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

„ამერიკის მეგობართა კლუბის“ ორგანიზებითა და „საქართვეოს ფოსტის“ მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. ასევე, სიტყვით გამოვიდა „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

„ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, “საქართველოს ფოსტისგან” საჩუქრად, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება, ფოსტის მიერ აღნიშნული დღისათვის დამზადებული თემატური საფოსტო ბარათები გაეგზავნათ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“, გასული წლების მსგავსად, აქტიურად არის ჩართული ქართულ-ამერიკული მეგობრობის გაძლიერების პროცესში. სწორედ ამ მიზნით, კომპანია წელსაც, ტრადიციისამებრ, შეუერთდა აღიშნულ, აშშ-სთვის მეტად მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს და კვლავ გახდა 4 ივლისის პარტნიორი და ერთგული მხარდამჭერი “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics