|
2021-07-06 13:31:36, 592 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ თავისი მოხმარებლისთვის ელ. ენერგიის გადახდის საკომისიოს ახალ პროვაიდერ „თელმიკოსთან“ ივლისის ბოლომდე გაანულებს
1-ლი ივლისიდან, შეიცვალა ელ.ენერგიის მომწოდებელი კომპანია და „თელასის“ აბონენტებს, კომპანია „თელმიკო“ ემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად გახდა „თელმიკოს“ აბონენტი, თუმცა ცვლილების გამო, ივლისის თვეში, მომხმარებელთა ნაწილს 30 ივნისამდე დარიცხული დავალიანების „თელასის“ გადასახადის სახით დაერიცხებათ, ხოლო 1 ივლისის შემდეგ, უკვე ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ სახელით. შესაბამისად, ივლისის თვეში, მომხმარებლების გარკვეულ რაოდენობას პარალელურად ორ კომპანიასთან მოუწევს ელ.ენერგიის გადასახადის გადახდა. იმისთვის, რომ მომხმარებელმა გარდამავალ თვეში, დისკომფორტის და დამატებითი ხარჯის გარეშე შეძლოს ელ.ენერგიის საფასურის გადახდა, ლიბერთი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 1 თვით, 2021 წლის 31 ივლისამდე ყველა არხში გააუქმოს ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო. ელექტრო მომწოდებელი კომპანიის ცვლილება, მომხმარებლისთვის ლიბერთიმ გაამარტივა მომსახურების ყველა არხში:
სოციალური ბარათის მფლობელებისთვის და უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკომისიოს გარეშე იხდიდნენ „თელასის“ გადასახადს, „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო, დარჩება უფასო. მომხმარებლები, რომლებიც „თელასის“ ელ.ენერგიაზე სარგებლობდნენ ავტომატური გადარიცხვის სერვისით, სერვის ცენტრში ან ინტერნეტ/მობაილ ბანკში მარტივად შეძლებენ „თელმიკოს“ ავტომატური გადარიცხვის დარეგისტრირებას.
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)