|
2021-07-01 15:10:30, 755 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლში თეძამის წყალსაცავის მშენებლობა იგეგმება
ქვეყნის მასშტაბით, წყალსაცავების მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10 წლიანი პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლში დაგეგმილია თეძამის წყალსაცავის მშენებლობა. პროექტის შედეგად, რეგულარულად მოირწყვება 5 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გლობალური დათბობისა და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, წყლის რესურსების სწორად და ეფექტიანად გამოყენება სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. შესაბამისად, წყალსაცავებისა და საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის ხელშეწყობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაწყებულია კვლევა არსებული და ახლად მოსაწყობი (ჯამში 24 ერთეული) საირიგაციო წყალსაცავების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად, მათ შორის, ილტოს წყალსაცავი კახეთში (80 მლნ/მ3 ), დალის მთის წყალსაცავი დედოფლისწყაროში (140 მლნ/მ3). კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)