|
2021-06-30 10:07:06, 2428 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ე.წ კომენდატის საათი დღეიდან უქმდება
საქართველოში ე.წ კომენდატის საათი დღეიდან უქმდება. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს. „პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ - 30 ივნისს, საღამოს 11:00 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ცნობისთვის, საქართველოში „კომენდატის საათი“ თითქმის 7 თვეზე მეტია რაც მოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)