09:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 22:34:10, 898 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან

„ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ ავიაკომპანია   „ვიზეართან". ჩვენ ხელს შევუწყობთ ავიაკომპანიას, რათა გააძლიეროს წარმომადგენლობა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში და გვქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ტურისტები უფრო კომფორტულად შეძლებენ, იმოგზაურონ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ვიზეარის" კომერციულ დირექტორთან ჯორჯ მიხალოპულოსთან და ამავე კომპანიის აეროპორტების განვითარების მენეჯერთან ვიქტორია სულესთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე.   

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა უნგრულ ავიაკომპანიასთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე.

 „ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, მოკლე ვადებში დავაბრუნოთ „ვიზეარის" ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც გამოიწვევს იმერეთის მხარის ტურისტული მიმართულების გაძლიერებას, ასევე  ხელს შეუწყობს ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის სწრაფად აღდგენას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics