2021-06-26 14:01:20, 540 ნახვა
სამართალი
8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა
8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონულ სასამართლოზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელი სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს პოლიციამ, მარტვილში, 2 დღის წინ მამა-შვილი, 65 და 35 წლის მამაკაცები დააკავა. მათ ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,