03:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 10:03:31, 1059 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას რომში მდებარე ტაძარი 70-წლიან სარგებლობაში გადაეცა

საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას რომში მდებარე ტაძარი გრძელვადიან სარგებლობაში გადაეცა, - ამის შესახებ არქიმანდრიტი იოანე ხელაია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ ტაძარში დღემდე მსახურებებს აღავლენდნენ რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები.

„დღეს ისტორიული და მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. წმინდა საყდრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიას გრძელვადიან (70 წელი) სარგებლობაში გადმოეცა რომში მდებარე ეკლესია, სადაც დღემდე მსახურებებს აღავლენდნენ რომის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულენოვანი სამრევლოს წევრები.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამრევლოს სახელით, მადლიერებას გამოვხატავთ მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს მიმართ. ასევე, მადლიერებას გამოვხატავთ რომის პაპის ვიკარის რომის ეპარქიაში, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, კარდინალ ანჯელო დედონატის მიმართ, რომლის უდიდესი თანადგომით და კეთილი ნებით მოხდა ტაძრის გადმოცემა.

დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს წმინდა საყდართან (ვატიკანი) და პირადად ელჩს, ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელს გაწეული დახმარებისა და თანადგომისთვის.

ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენი ეპარქიის მმართველს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ჩვენი სამრევლოს ყველა წევრს ამ ისტორიულ და სასიხარულო მოვლენას“, - წერს არქიმანდრიტი იოანე ხელაია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics