11:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 11:20:23, 724 ნახვა

სამართალი
შიდა ქართლში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შიდა ქართლში, სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის მიმდებარედ, მოქალაქემ,  წიდას  უკანონოდ მოპოვების მიზნით, სამანქანო გზა გაიყვანა. დარღვეულია მიწის დაცვის კანონმდებლობის ნორმები, ტერიტორიაზე დაზიანებულია (ამოძირკვულია) ხე-მცენარეები.

ამასთანავე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს. მიწის დეგრადაციის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 4867,46 ლარია, ხე-მცენარეების ამოძირკვისა და დაზიანების შედეგად მიყენებულმა ზიანი - 12178 ლარი,  რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,  სამართალდამცავ უწყებაში გადაიგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics