05:24 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 16:52:07, 584 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ნადარეიშვილი: პრიორიტეტულია ყველა პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას

„ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით წლებია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ეკოსისტემის განვითარებას, სტარტაპებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. იტალიურ მხარესთან ერთად, იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი სტარტაპერებისთვის იტალიაში, ქალაქ ნეაპოლის უნივერსიტეტში ტექნოლოგიური სტაჟირების გავლას, რაც არის კიდევ ერთი ხელშემწყობი კომპონენტი იმისთვის, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა განვითარდეს და გახდეს კონკურენტუნარიანი გლობალური მასშტაბით", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ორი ქართველი ახალგაზრდა -  ირინა ცაგარეიშვილი და ცოტნე ყალიჩავა კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდნენ. ისინი იტალიაში გაემგზავრებიან და სამთვიან უფასო სასწავლო კურსს SPICI-ის FabriTech განყოფილებასა  და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში გაივლიან.

ყოველწლიური ღონისძიება Italian Innovation and Research Day  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისში იტალიის საელჩოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციის (COTEC) ორგანიზებით, ტექნოპარკში  ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის პრეზენტაციები, ასევე გაიმართა დისკუსია იმ პროგრამების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც იტალია ქართველ სტარტაპებს სთავაზობს.

პროექტი ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაცია COTEC-ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. ტექნოპარკში გამართულ ღონისძიებას იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics