21:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-09 23:03:49, 1010 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი - არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა, ეს ყველაფერი ყბედობაა

„არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა, ეს ყველაფერი ყბედობაა“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Россия 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმა განიხილება.

„რაც შეეხება ნატოში უკრაინის გაწევრიანების შეთავაზების საკითხს ან ნატოში უკრაინის გაწევრიანების გეგმებს, მე ვხედავ ჩვენი მიმომხილველების კომენტარებს, ვხედავ ჩვენი მასმედიის, ჩვენი პოლიტიკოსების რეაქციებს.

ყველა ცოტათი დასცინის ზელენსკის და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ყბედობაა, აქ არაფერი იქნება და ა.შ.

მე სხვა აზრი მაქვს. შესაძლოა ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების გეგმა განიხილება. არაერთხელ მომისმენია, რომ ნატო ღია ორგანიზაციაა და ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს, როგორ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას.

რა დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქედან? არსებობს ფორმალური შეზღუდვები, მაგრამ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინა ნატოში არ შევა.

ჩვენ არ ვიცით, რაზე მიდის მოლაპარაკებები. ჩვენ ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში“, - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics